ახალი ამბები

აფხაზები საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩაკეტვის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე მესაზღვრეებთან შეხვედრას გეგმავს, რათა ადგილზე გაარკვიოს, რატომ არის შეზღუდული ფსოუზე განლაგებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოქალაქეთა გადაადგილება.
 
“ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო“, ნათქვამია ნოდარ ხაშბას განცხადებაზე დაყრდნობით აფხაზურ სააგენტო “აფსნიპრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
19 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ნოდარ ხაშბამ კომეტარი გააკეთა, ასევე სოჭი-სოხუმის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ “შეჩერება ტენიკური მიზეზებით არის გამოწვეული და სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება“.
 
რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცით, 15 ნოემბერს ღამით ჩაიკეტა რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი. ღამის საათებში საზღვრის ჩაკეტვას და კონტროლის გამკაცრებას რუსი მესაზღვრეები აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ.

მსგავსი/Related

Back to top button