We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში ორი ქართველი სამშვიდობო დაიჭრა

ცხინვალის რეგიონში, სოფელ წვერიახოსთან ქართული სამშვიდობოების როტაციისას ორი ქართველი სამშვიდობო ცეცხლის გახსნის შედეგად დაიჭრა. ამის შესახებ დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა ალექსანდრე სუხიტაშვილმა განაცხადა.
 
“სროლა ოსური პოზიციებიდან განხორციელდა“, განაცხადა სუხიტაშვილმა.
 
მისი თქმით, მომხდარ ფაქტს შეესწრნენ რუსი სამშვიდობოები, რომლებიც ქართული საგუშაგოდან 400-500 მეტრში არიან განლაგებულნი. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ეუთო-ს დამკვირვებლებიც.
 
დაჭრილი ჯარისკაცები სოფელ ქურთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.  სუხიტაშვილის განცხადებით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

Back to top button