ახალი ამბები

ხაშბა: პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის მიმართ ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებ

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნოდარ ხაშბას განცხადებით, იგი პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის მიმართ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.
 
“აუცილებელია მოლაპარაკებები. ვფიქრობ, მხარეებს ეყოფათ ამის გონიერება”, აცხადებს 19 ნოემბერს “რია ნოვოსტი” დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის სიტყვებზე დაყრდნობით.
 
მისი თქმით, აფხაზეთში ამჟამად დაძაბული ვითარებაა. ხაშბას განცხადებით, ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ანტიკრიზისული პროგრამის რეალიზება, სადაც კონკრეტული ღონისძიებებია გათვალისწინებული.
 
ნოდარ ხაშბას თქმით, ავადმყოფობის მიუხედავად აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ადექვატურად რეაგირებს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა.
 
“ვლადისლავ არძინბა თვლის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობის შენარჩუნებისა და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების კუთხით“, აცხადებს ნოდარ ხაშბა.  

მსგავსი/Related

Back to top button