ახალი ამბები

ტალიავინი ლოშჩინინს შეხვდა

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჰეიდი ტალიავინი მიიღო.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა თვითგამოცხადებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების განხილვისას ხაზი გაუსვეს რეგიონში მოკლე ვადებში სტაბილურობის აღდგენის საჭიროებას და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებათა განახლების აუცილებლობას.


სამშვიდობო პროცესში მონაწილეობაზე აფხაზეთის მხარემ ზაფხულში მას შემდეგ განაცხადა უარი, რაც ქართველმა მესაზღვრეებმა 30 ივლისს აფხაზეთისკენ უკანონონდ მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნეს.


საუბარი შეეხო ასევე მიმდინარე წლის დეკემბრისთვის გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრის მომზადების საკითხსაც.


 

მსგავსი/Related

Back to top button