ახალი ამბები

ხაინდრავა ძასოხოვთან შეხვედრას გეგმავს

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა 20 ნოემბერს ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტთან ალექსანდრე ძასოხოვთან პირისპირ შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა ვლადიკავკაზში განუცხადა, სადაც 19-20 ნოემბერს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა იმართება.
 
“ძასოხოვთან შეხვედრის დროს განხილვის მთავარი თემა როკის გვირაბზე კონტროლის დაწესება იქნება, რაც პირდაპირ უკავშირდება საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას “, განაცხადა 19 ნოემბერს გოგა ხაინდრავამ.
 
ვლადიკავკაზში გამართულ შსკ-ს სხდომაზე მხარეებმა და შერეული სამშვიდობო ძალების წარმომადგენელებმა ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

მსგავსი/Related

Back to top button