ახალი ამბები

ვლადიკავკაზში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა იმართება

ქართულ-ოსური კონფლიქტის საკითხზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა, რომელიც ქართულ, რუსულ, სამხრეთ ოსურ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებს აერთიანებს, 19 ნოემბერს იმართება ვლადიკავკაზში. სხდომა თავდაპირველად 18 ნოემბერს იგეგმებოდა, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო.


ქართული მედიის ცნობით, სხდომას ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ძასოხოვიც დაესწრება.


შსკ-ს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება 5 ნოემბერს სოჭში პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულების საკითხი, რომელიც რეგიონში მიმდინარე დემილიტარიზაციის პროცესს შეეხება. ასევე კონფლიქტის ზონისა და სამშვიდობო დერეფნის ზუსტი განსაზღვრის საკითხი.


 

მსგავსი/Related

Back to top button