We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ქართველი სამშვიდობოთა ასეული ერაყიდან დაბრუნდა

19 ნოემბერს ღამით ქართული სამშვიდობო ასეული 105 ჯარისკაცის შემადგენლობით ერაყიდან დაბრუნდა. მათ თავდაცვის სამინისტროს შვეულმფრენთა საავიაციო ბაზაზე თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე და აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი დახვდნენ. 
 
159 ჯარისკაციანი ქართული კონტიგენტის დარჩენილი 54 სამხედრო სამშობლოში დღეს დაბრუნდება.


აღნიშნული კონტიგენტი, რომელიც ერაყში აპრილიდან იმყოფებოდა, უკვე ჩაანაცვლა 300 კაციანმა ქართულმა შენაერთმა, რომელიც ერაყში 8 ნოემბერს გაემგზავრა.


დაგეგმილია, რომ ქართველ სამშვიდობოთა რაოდენობა ერაყში უახლოეს ხანებში 850-მდე გაიზრდება.

საქართველო კოალიციის ძალებში 2003 წლის აგვისტოდან მონაწილეობს. საწყის ეტაპზე  ქართული კონტიგენტი 70 ჯარისკაცს და სამხედრო ექიმს ითვლიდა.  

Back to top button