ახალი ამბები

ჟვანია: ნავთობსადენის მშენებლობის შეჩერების მიზეზს ვერ ვხედავ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 18 ნოემბერს განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის შეჩერების მიზეზი არ არსებობს.


ბრიტანული გაზეთი “გარდიანი“ 17 ნოემბერს იუწყებოდა, რომ ნავთობსადენის მხოლოდ ერთ ნაწილში მილების შეერთების ასობით ადგილი დეფექტური აღმოჩნდა.


“გარდიანი“ ეყრდნობა აშშ-ის საკონსულტაციო ფირმის WorleyParsons ინფორმაციას, რომელსაც კრედიტორებმა  ნავთობსადენის შემოწმება მას შემდეგ სთხოვეს, რაც გარკვეული პრეტენზიები გაჩნდა ნავთობსადენზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.


“ლონდონში ვიზიტის დროს [გასულ კვირას] მე შევხვდი BP-ის წარმომადგენლებს [კომპანია, რომელიც ნავთობსადების მშენებლობას ხელმძღვანელობს]. გავეცანი მათ გეგმებს და ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს მშენებლობის შეჩერებისა“, განუცხადა ჟვანიამ ჟურნალისტებს.    
 

მსგავსი/Related

Back to top button