ახალი ამბები

თბილისი ბესლანის ტრაგედიაში საქართველოს კვალს უარყოფს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დაგმო ცალკეული რუსული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ბესლანის ტრაგედიასთან სავარაუდო კავშირის თაობაზე და მას “ქართველი ხალხისთვის შეურაცმყოფელი“ უწოდა.


ამ ინფორმაციის თანახმად, რუსთავში მცხოვრები, ვინმე თეთრაძე თითქოსდა დაკავშირებულია ბესლანის ტერორისტულ აქტთან, რომელიც სექტემბრის დასაწყიში ასობით მძევლის სიკვდილით დასრულდა.


საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ 18 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსული მხრიდან არ ყოფილა რაიმე ოფიციალური მიმართვა თეთრაძესთან დაკავშირებით. 

მსგავსი/Related

Back to top button