ახალი ამბები

აფხაზეთის პარლამენტი ოპოზიციას ემხრობა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა 17 ნოემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 12 ნოემბრის მოვლენები, როდესაც ოპოზიციამ აფხაზეთის მთავრობის შენობები აიღო, “არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო გადატრიალებად“.


ამ განცხადებით პარლამენტმა ოპოზიციის ლიდერს სერგეი ბაღაფშს დაუჭირა მხარი. ცოტა ხნის წინ დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ და პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ 12 ნოემბრის მოვლენებს “სახელმწიფო გადატრიალება” უწოდეს.    


 

მსგავსი/Related

Back to top button