ახალი ამბები

შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა ვლადიკავკაზში იმართება

ქართულ-ოსური კონფლიქტის საკითხზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა, რომელიც ქართულ, რუსულ, სამხრეთ ოსურ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებს აერთიანებს, 18 ნოემბერს ვლადიკავკაზში იმართება.


შსკ-ს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება 5 ნოემბერს სოჭში პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულების საკითხი, რომელიც რეგიონში მიმდინარე დემილიტარიზაციის პროცესს შეეხება.


სხდომაში კომისიის ოთხივე თანათავმჯდომარე მიიღებს მონაწილეობას. 
 
“საბოლოოდ უნდა დადგინდეს, თუ რა არის კონფლიქტის ზონა, სამშვიდობო დერეფანი და რა ფუნქციები აკისრიათ პოლიციას და სამშვიდობოებს. რა თქმა უნდა, დემილიტარიზაციის პროცესიც იქნება განხილული“, განუცხადა ხაინდრავამ ჟურნალისტებს ვლადიკავკაზში გამგზავრებამდე.

მსგავსი/Related

Back to top button