ახალი ამბები

არძინბამ ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ ვიცე-პრეზიდენტი ვალერი არშბა 17 ნოემბერს თანამდებობიდან გაათავისუფლა, აცხადებს “რია ნოვოსტი“ რუსეთში აფხაზეთის წარმომადგენლობის წყაროზე დაყრდნობით.


“არსებული კანონმდებლობით, მას [არშბას] მხოლოდ პრეზიდენტის ცალკეული მითითებები უნდა შეესრულებინა, მან კი თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა“, აცხადებს იგივე წყარო.


ვალერი არშბა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან 17 ნოემბერს განაცხადა, რომ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პრემიერ-მინისტრს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. ისინი აფხაზეთის მთავრობას რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციაში სდებდნენ ბრალს.   

მსგავსი/Related

Back to top button