ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 17 ნოემბერს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ელჩების მონიტორინგის ჯგუფს შეხვდა.
 
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებას საქართველოში, ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას.
 
“ეს ორგანიზაცია ყოველთვის გვიჭერდა მხარს და დღესაც აგრძელებს ამ თანადგომას. ალბათ, მომავალ წელს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ, რათა მომზადდეს ყველა საჭირო პირობა”, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების გადაწყვეტისა და მათი სტატუსის განსაზღვრის, მედიის თავისუფლების, რელიგიურ უმცირესობათა და საპატიმროებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები.

მსგავსი/Related

Back to top button