We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

აფხაზეთის პარლამენტის სპიკერი ‘პრეზიდენტ ბაღაფშზე’ საუბრობს

სოხუმში ჟურნალისტებთან საუბრისას აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ნუგზარ აშუბამ განაცხადა, რომ აფხაზმა ხალხმა „უკვე გადაწყვიტა თუ ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი – სერგეი ბაღაფში“, – აცხადებს საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმი“.


„საყოველთაოდაა ცნობილი, რომ არჩევნებმა სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა“, – განაცხადა აშუბამ.


პარლამენტის სპიკერმა ასევე ისაუბრა რუსეთის მნიშვნელობაზე რეგიონისთვის. მისი თქმით, აფხაზეთი „ყოველთვის უკავშირებდა [თავის] უსაფრთხოებას რუსეთის არმიას“.  

Back to top button