ახალი ამბები

ვალერი არშბა: შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუმორჩილებლობას აცხადებს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ 17 ნოემბერს განაცხადა, რომ აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2,000-ზე მეტმა თანამშრომელმა დაუმორჩილებლობა გამოუცხდა პრემიერ-მინისტრ ნოდარ ხაშბას. ისინი აფხაზეთის მთავრობას სიტუაციის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებენ.


“აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2,000-ზე მეტმა თანამშრომელმა, გარდა მინისტრისა და ერთი მოადგილისა, დაუმორჩილებლობა გამოუცხადა აფხაზეთის მთავრობას, რომელიც მათი თქმით,  ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ახორციელებს“, აცხადებს ქართული და რუსული მედია ვალერი არშბას სიტყვებზე დაყრდნობით. 


 

მსგავსი/Related

Back to top button