ახალი ამბები

ხაჯიმბა ბაღაფშს გარიგებას სთავაზობს

აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების სახელისუფლებო კანდიდატი რაულ ხაჯიმბა მზად არის მოხსნას თავისი კანდიდატურა, თუ სერგეი ბაღაფშიც იგივეს გააკეთებს, აცხადებს “რია ნოვოსტი“ ხაჯიმბას სიტყვებზე დაყრდნობით.  


აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის ლიდერის სერგეი ბაღაფშის რეაქცია ჯერ-ჯერობით უცნობია; თუმცა, ცოტა ხნის წინ ბაღაფშმა განაცხადა, რომ იგი არ წავა კომპრომისზე, რადგანაც იგი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტია. 


აფხაზეთის ოპოზიციის განცხადებით, ხაჯიმბა და მისი მომხრეები ამზადებენ სცენარს, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება ამჟამინდელ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ნოდარ ხაშბას გადაეცემა. ეს უკანასკნელი მოსკოვმა მას შემდეგ დაინიშნა ამ თანამდებობაზე, რაც რეგიონში 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კრიზისი გამწვავდა.  

მსგავსი/Related

Back to top button