ახალი ამბები

ხაინდრავა: ცხინვალის რეგიონის დემილიტარიზაცია 20 ნოემბრამდე ვერ მოესწრება

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას განცხადებით, ცხინვალის რეგიონში დემილიტარიზაციის პროცესი შესაძლოა 20 ნოემბრამდე ვერ დასრულდეს, როგორც ეს სოჭში პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრის დროს განისაზღვრა.
 
პროცესი დაწყებულია, თუმცა რეგიონში დიდი რაოდენობით იარაღისა და დანაღმული ტერიტორიების არსებობის გამო “დემილიტარიზაციის პროცესის  20 ნოემბრამდე დასრულება ვერ მოესწრება“, განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე გოგა ხაინდრავამ.
 
დღესვე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ზამთრის პერიოდში ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის სათანადო პირობების შექმნა მოსთხოვა მთავრობას.


 

მსგავსი/Related

Back to top button