ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი რუს კოლეგას მადლობას უხდის

საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თბილისს შესაძლოა იანვარში ეწვიოს.
 
“მე ძალიან კმაყოფილი ვარ ლავროვის ბოლო განცხადებით, სადაც იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. მე დიდ მადლობას ვუხდი მას ამის გამო“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 16 ნოემბერს.
 
სერგეი ლავროვმა 14 ნოემებრს ტელეკომპანია НТВ-ს ეთერში ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარებაზე საუბრის დროს განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.

მსგავსი/Related

Back to top button