ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველოს პროფესიული არმია ეყოლება

დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტექნიკური უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს პროფესიული არმია, რომელიც საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. მისი თქმით, ამის გამო შემცირდება წვევამდელთა რაოდენობა.


“თუმცა დიდი ყურადღება დაეთმობა რეზერვისტების მომზადებას”, აცხადებს სააკაშვილი.


პრეზიდენტის განცხადებით, რეზერვისტობაზე ძალიან ბევრი მოხალისე გამოთქვამს სურვილს. “ყოველწლიურად 15 ათასამდე რეზერვისტის მომზადებას ვგეგმავთ”, დასძენს სააკაშვილი.


მიმდინარე წლის აგვისტოდან დღემდე რეზერვისტთა სამი ბანაკი გაიხსნა, სადაც წვრთნები მოქალაქეებთან ერთად დეპუტატებმა და სახელმწიფო მოხელეებმაც გაიარეს.


 

მსგავსი/Related

Back to top button