ახალი ამბები

რუსეთის განცხადებით, აშშ-ის თვითმფრინავმა შავ ზღვას გადაუფრინა

რუსეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლის ალექსანდრე დრობიშევსკის განცხადებით, ამერიკის ჯაშუშმა თვითმფრინავმა “ორიონმა“ რუსეთის ტერიტორიაზე შავი ზღვის სანაპიროს ზონაში დაზვერვა განახორციელა.


“ამერიკულმა თვითმფრინავმა მაშინ შეწყვიტა ფრენა, როცა რუსეთმა სუ-27 გამანადგურებელი გაუშვა ჰაერში“, დასძინა მან.


რუსეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლის თქმით, ამერიკულმა თვითმფრინავმა 15 ნოემბერს რუსეთის საჰაერო სივრცე შავის ზღვის აკვატორიის თავზე დაარღვია .

მსგავსი/Related

Back to top button