ახალი ამბები

ხაინდრავა: აფხაზებს აღარ სურთ იყვნენ რუსეთის ინტერესების მსახურნი

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას განცხადებით, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს, რომ აფხაზ ხალხს “აღარ სურთ იყვნენ რუსეთის ინტერესების მსახურები“. ამის შესახებ 16 ნოემბერს ხაინდრავამ რუსულ საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმს“ განუცხადა.
 
გოგა ხაინდრავა მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ხელისუფლების პრეტენზიებს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ აფხაზეთში განვითარებული პროცესები საქართველოს საშინაო საქმეა.
 
“რუსეთის ადმინისტრაციის მოქმედება მდინარე ფსოუსთან მთავრდება და ეს მათ უნდა ახსოვდეთ“, დასძენს ხაინდრავა.
 
“მე არ ვიცი ვის უფრო მეტი შანსები აქვს ხელისუფლებაში მოსვლის, მაგრამ ვიცი, რომ აფხაზმა ხალხმა აირჩია სერგეი ბაღაფში. ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს ნებისმიერ ადამიანთან ვინც მოვა სათავეში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი გამოხატავდეს საკუთარი ხალხის და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესებს”, აცხადებს ხაინდრავა.

მსგავსი/Related

Back to top button