ახალი ამბები

სამხრეთ ოსურმა და ქართულმა მხარეებმა სანგრების ლიკვიდაცია დაიწყეს

ქართულმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა შერეული სამშვიდობო ძალების ზედამხედველობით 15 ნოემბერს სანგრებისა და სამხედრო სიმაგრეების ლიკვიდაცია დაიწყეს.      


რუსული, ქართული და სამხრეთ ოსური ბატალიონების გამნაღმველებმა ორშაბათს დილით ქალაქის [ცხინვალის] ჩრდილოეთ გარეუბნის მიმდებარე ტერიტორიის დაზვერვა დაიწყეს. “მას შემდეგ, რაც ეს საქმიანობა დასრულდება, ჩვენ მოგვეცემა საშუალება უკანონოდ აშენებული სიმაგრეები გავაუქმოთ“, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასი“ შერეული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლის ერდნი ნატიროვის სიტყვებზე დაყრდნობით.


5 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება 20 ნოემბრამდე კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას ითვალისწინებს.


თუმცა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა, რომელიც უშუალოდ ადევნებს თვალს განიარაღების მიმდინარეობას, აცხადებს, რომ დემილიტარიზაცია “რთული და გრძელი პროცესია“.

მსგავსი/Related

Back to top button