ახალი ამბები

საქართველოში ჟანდარმერია შეიქმნება

თავდაცვის მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე უახლოეს პერიოდში ეროვნული ჟანდარმერია შეიქმნება, რაზეც მუშაობა თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტრობში ერთობლივად მიმდინარეობს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა 15 ნოემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

“შინაგანი ჯარის გაუქმების შედეგად შეიქმნება ეროვნული ჟანდარმერია, შინაგანი ჯარის სამხედრო ტექნიკა კი მთლიანად თავდაცვის სამინისტროს გადმოეცემა“, განაცხადა მინისტრმა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული შინაგანი ჯარი 8 ათასი კაცის შემადგენლობით 1 ნოემბერს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად გადაეცა.
 
ამასთან დაკავშირებულმა რეორგანიზაციამ  დაპირისპირება გამოიწვია  თავდაცვის მინისტრ გიორგი ბარამიძესა და შინაგანი ჯარის ყოფილ სარდალს, ამჟამად სახმელეთო ჯარების მეთაურს გოგი თათუხაშვილს შორის.

მსგავსი/Related

Back to top button