ახალი ამბები

პარლამენტმა “ეროვნული უშიშროების საბჭოს” შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

11 ნოემბერს პარლამენტმა 119 ხმით დაამტკიცა “ეროვნული უშიშროების საბჭოს” შესახებ კანონში ცვლილებები, რაც კანონის კონსტიტუციის ახალ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანით იქნა განპირობებული.


კანონის მიხედვით, უშიშროების საბჭოს სრულუფლებიანი წევრი ხდება პრემიერ-მინისტრი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ამ დრომდე ასევე წევრი იყო, უშიშროების საბჭოს სხდომებს მიწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრება.


ასევე უშიშროების საბჭოს სხდომები დახურულ ფორმატში წარიმართება. თუმცა საბჭოს თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს სხდომა ღიად გამოაცხადოს.


 

მსგავსი/Related

Back to top button