ახალი ამბები

“საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებმა ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია

11 ნოემბერს პარლამენტმა პირველი მოსმენით 120 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი ცვლილებებს “საარჩევნო კოდექსში”, რომელიც  საარჩევნო ადმინისტრაციების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებას ითვალისწინებს.


თუმცა კენჭისყრისას პარლამენტის ერთსულოვნება სხომათა დარბაზში ოპოზიციის არ არსებობამ განაპირობა. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ოპოზიციის მოთხოვნა საარჩევნო ადმინისტრციების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით გამართულიყო კონსულტაციები და საკითხის განხილვა გადადებულიყო, პარლამენტში არსებულმა ყველა ოპოზიციურმა ჯგუფმა პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად დატოვა სხდომა.
 
ოპოზიციის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრციების ფორმირების ახალი წესი ხელისუფლების მიერ ფაქტიურად ერთპარტიული ნიშნით კომისიების დაკომპლექტებას ითვალისწინებს.


პროექტის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს (ცსკ) პრეზიდენტი ნიშნავს, ხოლო საკონკურსო წესით შერჩეულ დანარჩენ ექვს წევრს პარლამენტი ირჩევს. ცსკ-ს პრეროგატივაა შემდგომში საოლქო კომისიების დაკომპლექტება, ხოლო საოლქო თავის მხრივ საუბნო კომისიებს აყალიბებს. 


საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი მუხლობრივი განხილვის რეჟიმში მზად არიან კომპრომისებზე წავიდნენ ოპოზიციასთან.


 

მსგავსი/Related

Back to top button