ახალი ამბები

არძინბა განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას პრესსამსახურმა 11 ნოემბერს გამოაქვეყნა პრეზიდენტის მიმართვა აფხაზი ხალხის მიმართ, რომელშიც იგი დაჟინებით მოითხოვს განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას რეგიონში.


“ოქტომბრის [საპრეზიდენტო] არჩევნებმა ვერ გამოავლინა ამომრჩეველთა ნამდვილი ნება და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე წარმოშვა. ამგვარ პირობებში, მე, როგორც სახელმწიფოს მოქმედი მეთაური, იძულებული გავხდი ხელი მომეწერა განკარგულებისთვის აფხაზეთის რესპუბლიკაში განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე“, ნათქვამია მიმართვაში.


დე ფაქტო პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე და ჩაატაროს განმეორებითი არჩევნები.


“მხოლოდ განმეორებითი არჩევნები დაეხმარება ქვეყანას გამოვიდეს არსებული კრიზისიდან. მე იმედს ვამყარებ საპრეზიდენტო კანდიდატებზე და მზად ვარ, გამარჯვებულს ხელი ჩამოვართვა“, დასძენს დე ფაქტო პრეზიდენტი.


ვლადისლავ არძინბას 29 ოქტომბრის განკარგულებით, განმეორებითი არჩევნები ორი თვის ვადაში უნდა ჩატარდეს. 


 

მსგავსი/Related

Back to top button