ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში აფეთქების შედეგად ორი ბავშვი დაშავდა

დღეს დიდი ლიახვის ხეობის სოფელ კემერთის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ბავშვი, 9 და 10 წლის ძმები ოთინაშვილები, დაუდეგენლი ნივთიერების აფეთქების შედეგად დაიჭრნენ. ბავშვები ამჟამად საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
 
დღესვე დილით კონფლიქტის ზონაში სოფელ წვერიახოს მახლობლად ნაღმის აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა 67 წლის მამაკაცი, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.


ნოემბრის დასაწყისიდან კონფლიქტის ზონაში აფეთქების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც სულ ოთხი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა.


 

მსგავსი/Related

Back to top button