ახალი ამბები

სააკაშვილმა ბუშს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს აშშ-ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს ტელეფონით ესაუბრა და მას 2 ნოემბრის არჩევნებში პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა მიულოცა. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა მედეა ახალკაცმა განუცხადა.
 
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის აშშ-სთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
 
საუბრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა ჯორჯ ბუში საქართველოში მოიწვია, რაზეც აშშ-ს პრეზიდენტმა მადლობა მოიხადა.
 
ჯორჯ ბუშმა სატელეფონო საუბარში კმაყოფილება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ერაყში დამატებითი ჯარების გაგზავნის გამო და საქართველოს მხარდაჭერა მომავალშიც აღუთქვა.

მსგავსი/Related

Back to top button