ახალი ამბები

პარლამენტმა “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტი განიხილა

დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნას ითვალისწინებს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში იგი ძალაში 2006 წლიდან შევა.


თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებით განსახილველად გამოტანლი კანონპროექტი სატელევიზიო ანძის საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის გადაცემას აღარ ითვალისწინებს. თუმცა კვლავ დავას იწვევს საზოგადოებრივი ტელევიზიის დაფინანსების საკითხი, რომელიც საშემოსავლო გადასახადის 1,5%-ით უნდა დაფინანსდეს.


კანონპროექტს მხარს არ უჭერს ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიცია”, რომლის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია თავის დანიშნულებას ვერ გაამართლებს და იგი კვლავ ხელისუფლების კონტროლქვეშ დარჩება, სადაც ოპოზიციას აზრის გამოთქმა შეეზღუდება.


საზოგადოებრივი ტელევიზიის შექმნა საქართველოს მიმართ ევროპის საბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაციაა.



 

მსგავსი/Related

Back to top button