ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი მოსკოვში იმყოფება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა 8 ნოემბერს მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს ხაშბას პრესმდივნის როინ აგრბას სიტყვებზე დაყრდნობით.


პრესმდივანი არ აკონკრეტებს მოსკოვში ვისთან და რა საკითხებზე გამართავს შეხვედრას დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი. სავარაუდოდ, საუბარი აფხაზეთში 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ დაძაბულ ვითარებას შეეხება.
  
მოსკოვში გასულ კვირას ასევე იმყოფებოდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები რაულ ხაჯიმბა და სერგეი ბაღაფში, თუმცა  კონკურენტებმა ვერც ამ ვიზიტის შემდეგ მიაღწიეს შეთანხმებას. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.

მსგავსი/Related

Back to top button