ახალი ამბები

რუს სამშვიდობოთა მეთაური ეუთოს როლის გაზრდის წინააღმდეგია

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი კონფლიქტის ზონაში ეუთოს როლის გაზრდის წინააღმდეგ გამოდის.


რუსულ საინფორმაციო სააგენტი “რეგნუმ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, კულახმეტოვმა განაცხადა, რომ ეუთოს დამკვირვებლები შერეული სამშვიდობო ძალების შტაბში გამართულ ყოველდღიურ კონსულტაციებს ესწრებიან. “მე მესმის, რომ კარგი იქნებოდა ეუთოს მისია უფრო აქტიურად იყოს ჩართული პროცესში. თუმცა, მე კატეგიურად წინააღმდეგი ვარ სამშვიდობო მისიის ეუთოს მისიით ჩანაცვლებისა. ამგვარი ტენდენცია უკვე არსებობს და იგი სულ უფრო აშკარა ხდება“.


როდესაც კულახმეტოვს მისი უარყოფითი დამოკიდებულების გამომწვევი არგუმენტების დასახელება სთხოვეს, მან აღნიშნა, “ეუთოს მისიას არ შეუჩერებია სისხლისღვრა კონფლიქტის ზონაში და არც ისაა მათი დამსახურება, რომ რეგიონში 12 წლის განმავლობაში მშვიდობა სუფევს“.   

მსგავსი/Related

Back to top button