ახალი ამბები

ერაყში ქართული კონტიგენტის გაგზავნას პარლამენტმა თანხმობა მისცა

დღეს  პარლამენტმა 148 ხმით ერთის წინააღმდეგ თანხმობა განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის წინადადებაზე ერთი ბატალიონისა და ასეულის ერაყში “მშვიდობის, უსაფრთხოების და აღდგენის” მიზნით გაგზავნის თაობაზე. საერთო ჯამში 850 ქართველი ჯარისკაცი გაემგზავრება ერაყში, სადაც აშშ-ს მე-4 მექანიზებული დივიზიის შემადგენლობაში იმსახურებენ.


“სრულიად ბუნებრივია საქართველოს სურვილი მხარში დაუდგეს თავის მეგობარს – აშშ-ს”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს სხდომაზე.


8 ნოემბერს 300 ჯარისკაცი, რომელიც “წვრთნისა და აღჭურვის” ამერიკული პროგრამით არიან მომზადებულები,  გაემგზავრა საქართველოდან ერაყში 159 ქართველი სამხედროს ჩანაცვლების მიზნით.


საქართველო კოალიციის ძალებში 2003 წლის აგვისტოდან მონაწილეობს.

მსგავსი/Related

Back to top button