ახალი ამბები

პარლამენტი ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს

დღეს საქართველოს პარლამენტი “არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის” შესახებ კანონპროეტის განხილვას იწყებს. ე.წ ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონპროექტი 2004 წლის 1 იანვრამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერას ითვალისწინებს, თუმცა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ასევე, კანონპროექტი დამალული ფინანსების და ქონების დეკლარირების საშუალებას იძლევა.


კანონპროექტის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით არსებული დაძაბულობა მას შემდეგ განელდა, რაც 8 ნოემბერს დეპუტატები პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდნენ. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსური ამნისტიის ირგვლივ სადავო საკითხები მაინც რჩება.


უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ამნისტია არ უნდა შეეხოს სახელმწიფო მოხელეებს, რათა ანტიკორუფციული კამპანია არ შეფერხდეს.


ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიციას” კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი აქვს, რომლის მიხედვითაც კანონი არ უნდა გავრცელდეს მხოლოდ მათზე, ვის მიმართაც სასამართლო განაჩენი უკვე შესულია ძალაში.


დაგეგმილია მიმდინარე სასესიო კვირაში კანონპროექტის სამივე მოსმენით მიღება.

მსგავსი/Related

Back to top button