We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ბეჟუაშვილმა მოსკოვში ვიზიტი გადადო

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა გადადო 8 ნოემბერს მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი. ოფიციალური ინფორმაციით, ვიზიტი “ტექნიკური მიზეზების“ გამო გადაიდო.


ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან.


 

Back to top button