ახალი ამბები

კოპიტნარის აეროდრომის სამხედრო საწყობი გაძარცვეს

ქუთაისში, კოპიტნარის აეროდრომის სამხედრო საწყობიდან 600 კგ სარაკეტო მყარი საწვავი და დაახლოებით 500 კგ დენთი იქნა მოპარული. იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ზურაბ ჩხიკვაძის ინფორმაციით, სარაკეტო საწვავი მისი დაფქვის შედეგად დენთის თვისებებს იძენს.


მისი თქმით, გაურკვევლია თუ ვინ და როდის მოიპარა ეს ნივთირებები. ქურდობის ფაქტის შესახებ 8 ნოემბერს გახდა ცნობილი.


აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 

მსგავსი/Related

Back to top button