ახალი ამბები

ოპოზიციონერი დეპუტატები ახალ პარტიას აყალიბებენ

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კობა დავითაშვილმა და ზვიად ძიძიგურმა 8 ნოემბერს საქართველოს კონსერვატიული პარტიის შექმნის თაობაზე გააკეთეს განცხადება.


პარტიის წესდების პრეზენტაციაზე ახალი პოლიტიკური პარტიის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ ასევე იგეგმება პარლამენტში ფრაქცია “კონსერვატორების” ჩამოყალიბება. რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციის შექმნა მინიმუმ 10 დეპუტატს შეუძლია.


კობა დავითაშვილის თქმით, ეს იქნება “დასავლური ტიპის პოლიტიკური მოძრაობა“, რომელიც ჩაატარებს წინასწარ არჩევნებს და შემდეგ წარადგენს კანდიდატებს არჩევით თანამდებობებზე, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატსაც.


ახალი პარტია “ეროვნულ ძალთა გაერთიანება – კონსერვატორების“ საფუძველზე შეიქმნა, რომელსაც სათავეში დეპუტატი ზვიად ძიძიგური ედგა. კობა დავითაშვილის მსგავსად, “ეროვნულ ძალთა გაერთიანება – კონსერვატორები“ მმართველი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის“ მეკავშირე იყო. 

მსგავსი/Related

Back to top button