ახალი ამბები

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დელეგაცია იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებს თბილისში განიხილავს

დღეს თბილისს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დელეგაცია ეწვევა, რომლის მიზანიც საქართველოში იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ არსებულ ვითარების გაცნობაა. ვიზიტის ფარგლებში განიხილება იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ საერთაშორისო პროგრამის სამომავლო პერსპექტივები და მასში საქართველოს მონაწილეობის საკითხები.
 
9 ნოემბერს დელეგაცია საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბადრი ბიწაძეს შეხვდება.
 
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს დელეგაცია საქართველოს მთავრობასთან შეათანხმებს იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ბუდაპეშტში 6-10 დეკემბერს დაგეგმილ  საერთაშორისო სემინარში საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობის დეტალებს.  სემინარის გამართვას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას.

მსგავსი/Related

Back to top button