ახალი ამბები

ქართველი მესაზღვრეები აშშ-ს მხარდაჭერით წვრთნებს გაივლიან

დღეს ბათუმში 15 ქართველი მესაზღვრე ოფიცრის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სრულყოფის მიზნით აშშ-ს დაფინანსებით წვრთნები იწყება. აჭარისა და ახალციხის რეგიონული სასაზღვრო სამმართველოების ოფიცრებს ერთი კვირის განმავლობაში მეცადინეობებს ამერიკელი სპეციალისტები ჩაუტარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.


სწავლება “საზღვრის დაცვისა და კანონგამტკიცების” პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც საქართველოში 1999 წლიდან ხორციელდება.


წვრთნების გახსნაში აშშ-ს მხრიდან აღნიშნული პროგრამის ხელმძღვანელის თანაშემწე ქარენ ჩეისონი და ქართული მხრიდან საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბადრი ბიწაძე მიიღებს მონაწილეობას. 


 

მსგავსი/Related

Back to top button