We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი მოსკოვში მიემგზავრება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში მიემგზავრება, სადაც იგი საქართველოს შიდა კონფლიქტების მოგვარების თაობაზე რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.


მხარეები ასევე განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავებას ტერორიზმის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.


გელა ბეჟუაშვილი გააგრძელებს მუშაობას რუსულ მხარესთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითს შორის 5 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების შესრულების კუთხითაც.  


კერძოდ, შეთანხმება ითვალისწინებს 20 ნოემბრამდე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას, მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხოციელებას. 

Back to top button