ახალი ამბები

საქართველო ერაყში თავის კონტინგენტს ზრდის

8 ნოემბერს ერაყში 300 ქართველი სამხედრო გაემგზავრა, რომლებიც იქ განლაგებულ 159 ჯარისკაცს ჩაანაცვლებენ.
 
საქართველო, რომელმაც პირობა დადო რომ 850 სამხედროს გააგზავნის ერაყში გაეროს მისიის დაცვის მიზნით, იმ ჯარისკაცებს აგზავნის, რომლების აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორებმა “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში მოამზადეს.
 
საქართველო კოალიციის ძალებში 2003 წლის აგვისტოდან მონაწილეობს. საწყის ეტაპზე  ქართული კონტიგენტი 70 ჯარისკაცს და სამხედრო ექიმს ითვლიდა.  


 

მსგავსი/Related

Back to top button