ახალი ამბები

ჟვანია კოკოითთან მოლაპარაკებისგან მნიშვნელოვან წინსვლას არ ელის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, რომელიც 5 ნოემბერს სოჭში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს შეხვდება, განაცხადა, რომ არ ელის რამე მნიშვნელოვან წინსვლას ამ შეხვედრისგან.  


“ვაპირებ რამდენიმე საკითხი დავაყენო მოლაპარაკებების დროს. მათგან მნიშვნელოვანია კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია. ასევე მნიშვნელოვანია თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა რეგიონში; ადგილობრივ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საშუალება ცხინვალის გავლით თავიანთ სოფლებში მოხვდნენ. ასევე განიხილება ეკონომიკური საკითხებიც, კერძოდ სარკინიგზო მიმოსვლის განახლების საკითხი“, განუცხადა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს 4 ნოემბერს.


“კონფლიქტის მოგვარებას ამ საკითხების გადაწყვეტის საფუძველზე უნდა მივაღწიოთ“, დასძინა ჟვანიამ.



 

მსგავსი/Related

Back to top button