ახალი ამბები

რუსეთი ტვირთების ტრანსპორტირების ალტერნატიულ გზებს ეძებს

რუსეთის რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარემ 3 ნოემბერს ერევანში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საქართველოს გავლით რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი შესაძლოა ერთი წლის განმავლობაში ამუშავდეს.


“ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით, სატრანსპორტო დერეფანი სოჭი-სოხუმი-თბილისი-ერევანი შესაძლოა ერთი წლის ვადაში აღდგეს“, განუცხადა ფადეევმა ჟურნალისტებს.


მისი თქმით, არსებობს ტვირთების სარკინიგზო ბორნების საშუალებით  ტრანსპორტირების პერსპექტივა.


“სისულელეა, როცა ხდება რუსული ტვირთების ტრანსპორტირება სომხეთში უკრაინისა და საქართველოს პორტების გავლით“, აღნიშნა ფადეევმა.


მისი თქმით, სავსებით შესაძლებელია ბორნის გახსნა რუსულ პორტ “კავკასიის“ გავლით, “თუმცა ქართული მხარის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია“.


რუსეთის რკინიგზის უფროსმა აღნიშნა, რომ მომზადდა სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულება “კავკასიასა“ და ფოთის პორტს შორის საბორნე მიმოსვლის გახსნის თაობაზე. მან ხაზი გაუსვა რუსეთის მზადყოფნას ამ მონაკვეთზე ბორნების რაოდენობის გაზრდის შესახებ.     

მსგავსი/Related

Back to top button