ახალი ამბები

პრორუსული ორიენტაციის ჩეჩენი ლიდერი თბილისს პანკისში წესრიგის დამყარებას სთავაზობს

ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერმა რამზან კადიროვმა საქართველოს ხელისუფლებას პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებაში დახმარება შესთავაზა. 


რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ადმინისტრაციის ყოფილი ლიდერის ახმედ კადიროვის შვილია.


“უკვე ყელში ამოგვივიდა ის საფრთხე რომელიც პანკისიდან მოდის. შესაძლოა ბევრ ქართველ პოლიტიკოსს ეს არ მოეწონოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს უნარი იქ წესრიგი აღვადგინოთ“, განუცხადა კადიროვმა ჩეჩნურ გაზეთ “დაიმოხს“, აცხადებს “როიტერი“.


“ჩემს ხალხს აქვს ამის უნარი. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ოპერაცია განვახორციელოთ რუსეთში, თუკი იქნება ბრძანება მოსკოვიდან“, დასძინა მან.


პანკისის ხეობა წლების განმავლობაში ჩეჩენ მებრძოლთა უსაფრთხო თავშესაფარს წარმოადგენდა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, 2002-2003 წლებში ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად იქ შეიარაღებული მებრძოლები აღარ იმყოფებიან.

მსგავსი/Related

Back to top button