ახალი ამბები

“თბილავიამშენის“ პრივატიზების პროექტი მთავრობამ მოიწონა

საწარმო “თბილავიამშენის“ გასხვისების პროექტი, რომელიც ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ მოამზადა, დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. პროექტის მიხედვით საწარმო “თბილავიამშენი“ პირდაპირი მიყიდვის წესით შპს “თბილავიამშენს” 67 მლნ აშშ დოლარად მიეყიდება.
 
ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას ინფორმაციით, პრივატიზაციის მთავარი პირობაა საწარმოსთვის პროფილის შენარჩუნება.
 
“თბილავიამშენი“, რომლის აქციათა 100%-ს  სახელმწიფო ფლობს, ეკონომიკის სამინისტროს მიერ 15 ივლისს გამოქვეყნებულ საპრივატიზაციო ოქბიექტების ნუსხაში პირველ ადგილზეა.
 
ეს ერთადერთი საწარმოა საქართველოში, სადაც მიმდინარეობს “სუ-25” ტიპის თვითმფრინავების სარემონტო სამუშაოები, ასევე მოდერნიზაცია და სერვისული მომსახურება. ამჟამად საწარმოს საწესდებო კაპიტალი 5,5 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი/Related

Back to top button