ახალი ამბები

სასამართლო მირცხულავას საქმის განხილვას იწყებს

დღეს სასამართლო ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას საქმის განხილვას იწყებს. მას 2000-2003 წლებში მინისტრად მუშაობის დროს კორუფციასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ედება ბრალი.


სასამართლო დღეს ყოფილი მინისტრის საქმის არსებით განხილვას იწყებს.


მირცხულავას ადვოკატმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა უარი განაცხადა გამოძიებასთან გარიგებაზე და თანხების გადახდაზე, რადგან მირცხულავა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.


“ჩვენ მირცხულავას უდანაშაულობის დამამტკიცებელ უამრავ დოკუმენტს წარვადგენთ სასამართლოზე“, განაცხადა ეკა ბესელიამ.


დავით მირცხულავა 2003 წლის დეკემბერში დააპატიმრეს. წინასწარი პატიმრობის უმეტესი ნაწილი მან ციხის საავადმყოფოში გაატარა, სადაც იგი გულის შეტევის გამო გადაიყვანეს. 

მსგავსი/Related

Back to top button