ახალი ამბები

ნატო-ს გენერალური მდივანი თბილისს ეწვევა

4 ნოემბერს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან, თავდაცვის მინისტრთან გიორგი ბარამიძესთან, საქართველოში აკრედიტებულ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.


საქართველო-ნატოს თანამშრომლობის საკითხები, საქართველოში მიმდინარე პროცესები, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება, საგარეო უწყების ცნობით, იააპ დე ჰოოპ სხეფერისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრისას მთავარი განსახილველი საკითხები იქნება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button