ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე საფრანგეთში გაემგზავრა

დღეს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ვერსალის კავკასიური სამეულის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საფრანგეთში გაემგზავრა.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თავის სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად განიხილავს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებს, ასევე რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარების გზებს და ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს.


შეხვედრის მიზანი სამხრეთ კავკასიური სამეულის პოზიციების დაახლოებაა. ვერსალის შეხვედრის ინიციატორია საფრანგეთის სენატის პრეზიდენტი ქრისტიან პონსელე.


პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი 5 ნოემბერს დასრულდება.

მსგავსი/Related

Back to top button