ახალი ამბები

ბაღაფში და ხაჯიმბა მოსკოვში იმყოფებიან

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი, რაულ ხაჯიმბა და სერგეი ბაღაფში მოსკოვში იმყოფებიან რეგიონში არსებული კრიზისის მოგვარების მიზნით.


“სერგეი ბაღაფშთან ერთად ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთში არსებული კრიზისის მოგვარების შესაძლო გზები. მოსკოვის კლიმატი უკეთესია საკითხის მოსაგვარებლად“, განუცხადა პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ “იტარ-ტასს“ 2 ნოემბერს.


“ვგრძნობ, რომ არსებობს კრიზისის მოგვარების გზები. ყველაფერი ჩემზე და სერგეი ბაღაფშზეა დამოკიდებული“, დასძინა მან, თუმცა, თავი შეიკავა შესაძლო შეთანხმების დეტალებზე საუბრისგან.   


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 2 ნოემბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “აფხაზეთის ახალი პრეზიდენტის ბედი მოსკოვში გადაწყდება. ამიტომაც, ორივე მათგანი ახლა აქ [მოსკოვში] იმყოფება“.

მსგავსი/Related

Back to top button