ახალი ამბები

ბარამიძე: აშშ-საქართველოს თანამშრომლობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე არ არის დამოკიდებული

თავდაცვის მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობები არ განისაზღვრება იმით, თუ ვინ გახდება 2 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული. 
 
“ამერიკაში ჩატარებული არჩევნები ვერ მოახდენს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებულ ურთიერთობაზე გავლენას. ამერიკაში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, მთავარია ტერორიზმთან ბრძოლა”, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა.
 
მისი თქმით, ამერიკაში ორივე პარტიას მყარად ჩამოყალიბებული პოლიტიკა გააჩნია, რომლის შემადგენელი ნაწილია საქართველოსთან თანამშრომლობა.


 

მსგავსი/Related

Back to top button