We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

აფხაზეთის სანაპირო დაცვამ რუსეთიდან კატარღები მიიღო

გაზეთ “კვირის პალიტრის“ სამხედრო დამკვირვებლის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოვლინდა, რომ აფხაზეთის სანაპირო დაცვამ რუსეთიდან “შმელის” ტიპის 4 სადარაჯო კატარღა მიიღო. კატარღებმა 2004 წლის აგვისტოში გამართულ სამხედრო წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა.


“შმელი” შეიარაღებულია 76,2 მმ კალიბრიანი სატანკო ქვემეხით, მისი წყალწყვა 78 ტონამდეა, სიგრძე – 28 მეტრი. ამგვარი ტიპის კატარღები 60-იან წლებში შეიქმნა საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის სასაზღვრო მდინარეების პატრულირების მიზნით. ისინი მოუხერხებელია საზღვაო ოპერაციებისთვის, თუმცა მათი გამოყენება შესაძლებელია პორტების დასაცავად.   


 

Back to top button